пятница, 20 ноября 2009 г.

პირველი სიყვარული

პროექტის სახელი: პირველი სიყვარული

პროექტის მოკლე აღწერა:სიყვარულის რაობა, სიყვარულის თემაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები და პოეტური ქმნილებები.

1.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ: გამოჩენილ ადამიანთა ბრძნულ გამონათქვამებს პირველ სიყვარულზე, აღნიშნულ თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ხალხურ თქმულებებს და ლექსებს, სიყვარულის თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს. დააკვირდებიან, ავტორის პირადი ცხოვრების მომენტები რამდენად აისახა მათ შემოქმედებაში. დააჯგუფებენ ხელოვნების დარგების მიხედვით: ლიტერატურა, პოეზია, ხალხური შემოქმედება, ისტორია, მხატვრობა, მუსიკა, კინო-თეატრი.
მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ ესეები პირველ სიყვარულზე, ასევე ლექსები. მოეწყობა დისკუსია-,,ვინ უნდა გიყვარდეს?!"
გაიმართება მხატვრული კითხვის საღამო. ფიტო-გამოფენა. სასკოლო კურიოზები.
საბოლოოდ ყველა მოძიებული მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.

2.მოსწავლეთა ასაკი/კლასი:VIII-IXკლასი

3.ვადები/ხანგრძლივობა:ექვსი თვე.

4.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალის მოძიება წიგნებიდან, ინტერნეტიდან, კლასში წარმოდგენა, დისკუსიისათვის მზადება, ინტარვიუების აღება ღვაწლმოსილი ადამიანებისაგან, ესეებისა და ლექსების დაწერა, პრეზენტაცია, კრიტიკა, აზრის დაცვა, ნამუშევრების განთავსება ბლოგში და ელ- ვერსიის შედგენა.

5.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები,რაც შეიძლება, შეიქმნას:მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინფორმაციის მოძიების, კვლევის წარმოების, კრიტიკული აზროვნების, საკუთარი აზრის დაცვის უნარ-ჩვევებს.
მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ფოლკლორს, მხატვრულ ლიტერატურას, პოეზიას, ფერწერას, ისტორიას, მუსიკას.
მოეწყობა სურათების გამოფენა.
მოსწავლეები გაიუნჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარ-ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, გახდებიან უფრო კომუნიკაბელურნი, ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური გრძნობები.
გაკეთდება ელ-ჟურნალი.

6.სარგებელი სხვებისთვის:გაიმდიდრებენ, უკეთ გაიცნობენ ხელოვნების სხვადასხვა დარგის შედევრებს.

7.სამუშაო ენა:ქართული.

8.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვმნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში:
ქართულში-პირველი სიყვარულის თემა რომელი მწერლისა და პოეტის შემოქმედებაში აისახა, რა თქმულებები და ხალხური შემოქმედების ნიმუშებია შექმნილი მასზე.
ისტორიაში-ჩვენი მეფეებისა და დედოფლების ტრაგიკული სიყვარულის მაგალითების გაცნობა. პირველი სიყვარულის ნება-ყოფლობითმა უარყოფამ, როგორ შეუნარჩუნა ერს მშვიდობა და თავისთავადობა.
ხელოვნებაში-სიყვარულის თემის ამსახველი ნახატების, კინო-ფილმების მიმოხილვით ესთეტიკური სიამოვნების განცდა.
მუსიკაში-ეცნობიან მუსიკალურ ნაწარმოებებს.
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში-ინტერნეტში ამ თემაზე მასალის მოძიება, დამუშავება,პრეზენტაციის მომზადება, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით და სხვა.

10.პროექტის ფასილიტატორი:მარინა მასხარაშვილი

11.ფასილიტატორის ელ-ფოსტა:marina.maskharaschvili@gmail.com

12.პროექტის ფორუმი:
13.პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:http://marinamasxarashvili.blogspot.com